თელავის მუნიციპალიტეტში აუცილებელია სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დამხმარე მომსახურების შექმნა ინიციატივის მიზანია ოჯახების მხარდაჭერა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია.
ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების შედეგად ოჯახების უფროსი წევრები შეძლებენ დასაქმებას, საკუთარი რესურსების რეალიზაციას. ბავშვები იქნებიან მზრუნველ გარემოში, ჩაერთვებიან სხვადასხვა ტიპის განმავითარებელ აქტივობებში, მათზე იზრუნებს პროფესიონალთა გუნდი.
თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საჭიროებს ოჯახის დამხმარე მომსახურებებით ხელშეწყობას. ეს განსაკუთრებით იმ ოჯახებს ეხება, რომლებიც ვერ ტოვებენ შვილებს უმეთვალყურეოდ და ამიტო ოჯახების უფროსი წევრები ვერ ახერხებენ დასაქმებას და საკუთარი შესაძლებლობების ოჯახს გარეთ რეალიზაციას.
მსგავსი ინიციატივები
გურჯაანში რეკრეაციული პარკების სიმცირე - ვაზისუბანი) პარკების სიმცირე გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრო...
იხილე სრულად<p>ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე, ასევე საპიკნიკე ადგლებში ე.წ. მწვანე დაფის განთავსება. ეკოლოგი...
იხილე სრულად